ფინანსები
27/01/2023

იშბანკს ბიუჯეტში შესატანი 2 მილიონით ეზრდება

IFRS-ზე გადასვლის  სხვა მოლოდინი  ჰქონდა იშბანკს და როგორც ბანკის კომერციულმა დირექტორმა ბიზნესპარტნიორში (საზმაუ) განაცხადა, სხვა შედეგი უდგება:

რეალურად ბანკს არ უთავისუფლდება კაპიტალი, რომლითაც იმუშავებს, ტექნიკური აღრიცხვის პოლიტიკის ცვლილებიდან გამომდინარე (> გაიგე მეტი)

"ბანკის მოგება, საოპერაციო მოგების შემდეგ (ანუ რეზერვების გათვალისწინებით) იქნება უფრო მეტი, მაგრამ ჩნდება დამატებითი კაპიტალის მოთხოვნები, ამ სხვაოებების მაკორექტირებელი", - უჩა სარალიძე CRA ბუფერებზე აღნიშნავს, რომლის მიზანიც სებ-ის განმარტებით, ძირითადად მხოლოდ ბუღალტრული ენის ცვლილება იყო და კონსერვატიული მიდგომების შენარჩუნება, ლიბერალურ ზედამხედველობაზე გადასვლის შემდეგაც. 

სარალიძემ ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით გაზრდილ  საგადასახადო წნეხზეც განაცხადა და შესაბამისად ბიუჯეტში შესატანის მატებაზე, რასაც ბუღალტრული ენის ცლილება და გადსახადის 5%-იანი ზრდა განაპირობებს. მისი ანგარიშით, იშ ბანკს სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი 2 მილიონით ეზრდება.

ბანკის მმართველი შიშობს ინვესტორების განწყობის შესაძლო გაუარესებაზე. თურქი აქციონერი, რომელიც შვილობილი ბანკის მენეჯმენტს წლებია სრულ თავისუფლებას აძლევს, მუდმივად ზრდის ინვესტიციებს, მ.შ. ბოლო პერიოდში, ციფრული არხების განვითარებისთვის, შესაძლოა დააფრთხოს რისკის მაკორექტირებელი ბუფერის დაწესებამ. ეგონოს რომ დამატებით კაპიტალს სთხოვენ.

ამიტომ უნდა მიეცეს ადექვატური პერიოდი ადაპტაციისთვის. ინვესტორისთვის პრიორიტეტულია, რომ ყველაფერი იყოს გაზომვადი. 

"ბანკები ვაჩვენებთ მეტ კაპიტალს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არსებული კაპიტალით უფრო მეტ ხანს ან უფრო მეტი მოცულობით შევძლებთ მუშაობას", - აღნიშნა უჩა სარალიძემ "ბიზნესპარტნიორის" ეთერში. 

Isbank

 

 2022  ( ₾

 2021  ( ₾

აქტივები

413,420,000

376,724,000

სესხები

270,497,000

247,837,000

-რეზერვი

-7,298,000

 

მოგება

17,736,000

11,287,000

საზ. კაპიტალი

117,174,000

99,324,000

წყარო: კომერციული ბანკი 

Businesspartner