ფინანსები
23/12/2022

იშ ბანკის მოგება 17 მლნ-ზე მეტია

თურქული იშ ბანკი (Isbank) საქართველოში ინვესტიციებს ზრდის. ბანკის კომერციული დირექტორის, უჩა სარალიძის განცხადებით, მათ შორის ადამიანური კაპიტალი იზრდება, ციფრული არხების განვითარებისთვის.

მშობელი ბანკის სურვილი, საქართველოში საქმიანობის გაფართოების, ბანკის მომგებიანობის ზრდას უკავშირდება. 11 თვის ანგარიშით, კაპიტალზე უკუგება (ROE) 18.4%-ია მომგებიანობის აღნიშნული კოეფიციენტით, იშ ბანკი უმსხვილეს ბანკების ტოპ-5-შია.

უჩა სარალიძის თქმით, თურქეთის კრიზისი (ინფლაცია 80%-ს აღემატება) შვილობილ ბანკზე უმნიშვნელოდაც კი არ ასახულა. მომგებიან მსხვილ საბანკო ჯგუფში ქართული იშ ბანკი ყველაზე პატარაა და სრული დამოუკიდებლობა აქვს, დივიდენდებსაც არ იხდის.

ბანკი ანგარიშგების IFRS-ზე გადასვლის (სექტორი იანვრიდან გადადის) შემდეგ კარგი სესხების დარეზერვების ნაწილში 7-8 მლნ-ის ამოტრიალებას ელის, რაც მეტ მოგებას დაუწერს.

როგორც იცით, IFRS -ი სებ-ის ანგარიშგების მეთოდოლოგიაზე (gaap) ლიბერალურია და  ცლილების შემდეგ სესხები 5 კომპონენტიანი (სტანდარტული, არასტანდარტული, საყურადღებო, საეჭვო, უიმედო) სქემით აღარ დარეგულირდება. IFRS 9-ში მხოლოდ 3 კატეგორიაა:  კარგი,  არც თუ ისე კარგი და პრობლემური. შესაბამისად რეზერვების ბუფერი  შემცირდება.

11 თვის ანგარიშგებით, წმინდა  მოგებით - 17,4 მლნ ლარი, იში 11 მომგებიან ბანკში მე-9-ა.

იშ ბანკი  (01.12.2022)

 

 ₾

აქტივები

412,578,000

სესხები

273,674,000

დეპოზიტები

116,374,000

მოგება (ზარალი)

17,356,000

საზ. კაპიტალი

116,854,000

წყარო: კომერციული ბანკი 

Businesspartner