ფინანსები
16/11/2021
ირაკლი კოვზანაძე ფინანსთა სამინისტროს მოუწოდებს, ბიუჯეტის დეფიციტი კიდევ შეამციროს
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ფინანსთა სამინისტროს მოუწოდებს, ბიუჯეტის დეფიციტი კიდევ უფრო შეამციროს.
მისი თქმით, ეს ეროვნულ ბანკს ინფლაციის შესამცირებლად დაეხმარება.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ინფლაციასთან დაკავშირებული მდგომარეობა რთულია, რაც მძიმე ტვირთად აწვება მოსახლეობას, ფასების ზრდის კუთხით.
"ბიუჯეტის დეფიციტი რომ ჩამოცდეს 4%-ს, ეს იქნება რეალური დახმარება საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ინფლაციის შემცირების საქმეში და მნიშვნელოვანი ნაბიჯი მაკროეკონომიკური სტაბილურობის და მდგრადობის მიმართულებით",- მიმართა ირაკლი კოვზანაძემ ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს პლენარულ სხდომაზე, სადაც 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.