ფინანსები
27/02/2023

"IMF-ის პოზიციის გათვალისწინება მნიშვნელოვანია" - კოვზანაძე სებ-ის კანონში ცვლილებებზე

„ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებების კანონპროექტი უმრავლესობის მიერ თავიდან უნდა იყოს განხილული და ამ განხილვისას პრინციპულად მნიშვნელოვანია საერთაშორისო სავალუტო ფონდის პოზიციის გათვალისწინება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ განუცხადა.

ირაკლი კოვზანაძის განმარტებით, პარლამენტში დაჩქარებული წესით კანონში შესულმა ცვლილებებმა როგორც საზოგადოებაში, ასევე ექსპერტებსა და პოლიტიკოსებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, შესაბამისად, პრეზიდენტის ვეტო პოლიტიკური აქტია.

„ვფიქრობ, ეს კანონპროექტი უმრავლესობის ჯგუფში კიდევ თავიდან უნდა იყოს განხილული. მნიშვნელოვანია, გათვალისწინებულ იყოს სავალუტო ფონდის მოსაზრებები ამ მიმართულებით. თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ გადახრა, რომელიც ამ კანონის პირობებში მოხდა, ეს პირობითი გადახრა იყო წლის ბოლომდე, თუმცა კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ სავალუტო ფონდის პოზიციის გათვალისწინება მნიშვნელოვანია, რომელიც მათ გამოთქვეს თავის გავრცელებულ განცხადებაში“, - განაცხადა კოვზანაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით 9 თებერვალს მიიღო. 23 თებერვალს კი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კანონში შესულ ცვლილებებს ვეტო დაადო.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022