ფინანსები
19/11/2020
გერმანიაში Space-ის ექსპანსია გადაიდო
Space-ის გერმანიაში ექსპანსია, რომელიც 2020 წლის ბოლოსთვის იყო დაგეგმილი, გადაიდო.
თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე, მიზეზად COVID-19-ს ასახელებს.
საქართველოში პირველი სრულად ციფრული ბანკი გეგმის განხორციელებას ერთ-ერთ გერმანულ ბანკთან პარტნიორობით გეგმავდა, ის ძირითადად გერმანიაში მცხოვრებ ქართველებზე უნდა ყოფილიყო ორიენტირებული. დასახელებული იყო საერთაშორისო ბაზარზე შესვლის ღირებულებაც - 4 მლნ ლარი.
Space პირველი ქართული სრულად ციფრული ბანკია, რომელიც მომხმარებელს ყოველდღიური საბანკო პროდუქტებისა და მომსახურებების სრულ პაკეტსა და ინოვაციურ მიდგომებს სთავაზობს.