ფინანსები
21/09/2020
გადაუვადდებათ თუ არა მსესხებლებს საბანკო ვალდებულებები კიდევ ერთხელ - ბუცხრიკიძის განმარტება
კორონავირუსის პანდემიის გამო კომერციულმა ბანკებმა მსესხებლებს ვალდებულებებზე საშეღავათო პერიოდი უკვე ორჯერ დაუწესეს. იგეგმება თუ არა სესხების კიდევ ერთხელ გადავადება ამ კითხვაზე „თიბისი“ ბანკის გენერალური დირექტორი პასუხობს, რომ ყველაფერი ინდივიდუალური გასაუბრებების მიხედვით გადაწყდება.
„ფიზიკურ პირებს, იმ სეგმენტს, რომელსაც მთავრობა ყოველთვიურად ეხმარება, მათ "თიბისი ბანკი" ავტომატურ რეჟიმში გაუკეთებს შეღავათებს და ეს გაგრძელდება მომავალი 4 თვის განმავლობაში. ხოლო რაც შეეხება სხვა სეგმენტებსა და ფიზიკურ პირებს, აქ მოხდება ინდივიდუალურად.
ჩვენი ბანკის თანამშრომლები ინდივიდუალურად შეხვდებიან მსესხებელს, გაანალიზდება და შესაბამისად მოხდება გადაწყვეტილებების მიღება“,- განმარტა ბუცხრიკიძემ.