ფინანსები
14/09/2023

"გადაწყვეტილება, რომ სებ-ი მონეტარულ პოლიტიკას შეამცირებდა, სიურპრიზი არ ყოფილა"

„გადაწყვეტილება, რომ ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს შეამცირებდა, სიურპრიზი არ ყოფილა“ - ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესი რუსთავი 2-თან „თიბისი კაპიტალის“ მთავარმა ეკონომისტმა, ოთარ ნადარაიამ განაცხადა.

მისი განმარტებით, აღნიშნული შემთხვევა, იმ იშვიათ გამონაკლისებს შორისაა, როდესაც კვლევითი ორგანიზაციებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების უდიდესი ნაწილი, როგორიცაა სარეიტინგო სააგენტოები თუ ეროვნული ბანკის პროგნოზი ერთმანეთთან თანხვედრაშია.

„წლის ბოლომდე ისევ ძალაშია განაკვეთის შემდგომი, დაახლოებით 9.5%-მდე  შემცირება, ასევე დამატებითი შემცირება 2024 წელს“-აცხადებს ნადარაია.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 13 სექტემბერს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) 0.25 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10 პროცენტს შეადგენს. 

 

Businesspartner