ფინანსები
22/12/2020

გაამკაცრებს თუ არა სებ-ი მონეტარულ პოლიტიკას - კობა გვენეტაძის პასუხი

2021 წელს ბიუჯეტის დეფიციტის ზრდის გამო, შესაძლოა ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის კიდევ გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღოს. კობა გვენეტაძის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება თავის მხრივ, ინფლაციის ზრდის მოლოდინით იქნება განპირობებული.

„ვინაიდან, კორონა ვირუსის პანდემიის გაძლიერება უარყოფითად აისახება, როგორც საგარეო, ასევე ადგილობრივ ეკონომიკურ აქტვივობაზე, მისი დამაზიანებელი გავლენის შესარბილებლად 2021 წლისთვის დაგეგმილი ბიუჯეტის დეფიციტი ზრდის მიმართულებით გადაიხედა. სხვა თანაბარ პირობებში ბიუჯეტის მაღალი დეფიციტი ინფლაციის მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი რისკების გამოკვეთის შემთხვევაში ეროვნული ბანკის მიერ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის უფრო გახანგრძლივება-შენარჩუნებას, ან მის გამკაცრებას მოითხოვს“,- განმარტა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეო კომიტეტს მომავალი 3 წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის პროექტს წარუდგენს.