ფინანსები
02/11/2023

ფულადსაკრედიტო სისტემაში დანაშაული 19.5 %-ით შემცირდა

შსს-ს სტატისტიკით, იანვარ-სექტემბერში ფულადსაკრედიტო სისტემაში დანაშაულის შემთხვევები 388-მდე შემცირდა. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში იყო 482 .შესაბამისად კლებაა 19,5%-ით.

მიმდინარე 388 დანაშაულიდან გახსნილია 151 ერთეული - 38.92%.

აღნიშნული მუხლის დარღვევაში ყველაზე მეტი, ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება, გასაღება ან გამოყენებაზე მოდის.

2023 წლის 9 თვეში ამ მიმართულებით რეგისტრირებულია 166 დანაშაული, საიდანაც 35.54%  გახსნილია.

ბარათების გაყალბის სამართალდარღვევები 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13%-ით შემცირებულია. 

ასევე დაიკლო ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდის დამზადება /გასაღების შემთხვევებმა. თუმცა ამის საპირისპიროდ 93.75%-იანი ზრდაა კრედიტის უკანონოდ მიღების მიმართულებით რეგისტრირებულ დანაშაულებში.

იანვარ-სექტემბერში კრედიტის უკანონოდ მიღების 93 ფაქტი ფიქსირდება, თითქმის 2-ჯერ მეტი ვდრე შარშან (48).

დანაშაული ფულადსაკრედიტო სისტემაში (მუხლი 208-213)

  • 208 - კრედიტის უკანონოდ მიღება
  • 210 - ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება, გასაღება ან გამოყენება
  • 211 - ჩეკის ან საკრედიტო ბარათის ბოროტად გამოყენება
  • 212 - ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდის დამზადება ან გასაღება
  • 213 - ფასიანი ქაღალდების ბაზრის წესის დარღვევა