ფინანსები
15/12/2020

ფინანსთა სამინისტრო ინდივიდუალურად შეისწავლის საკითხს, ვისზეც საშემოსავლო გადახადის ჩამოჭრა არ მოხდა

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით,უწყება მზად არის ინდივიდუალურად განიხილოს ტურიზმის იმ წარმომადგენელთა პრობლემა, რომელთა განცხადებით, საშემოსავლო გადასახადი დაპირების მიუხედავად, არ ჩამოეწერათ.

“ის სფეროები, რომელიც მიეკუთვნება ტურიზმს და ამის ჩამონათვალი არის დადგენილებაშიც, ასევე არის ნუსხა რა ტიპის საწარმოებს ეხება, მათ ყველას ეს გადასახადი ჩამოეწერა. თუ არსებობს რამდენიმე შემთხვევა და არ მგონია, ეს ბევრი იყოს, შეიძლება თითზე ჩამოსათვლელი იყოს, ჩვენ მზად ვართ, რომ ინდივიდუალურად გავიაროთ”,- განაცხადა მაჭავარიანამ.