ფინანსები
20/09/2023
ეროვნულ ბანკს არჩილ მესტვირიშვილიც ტოვებს
საქართველოს ეროვნული ბანკი არჩილ მესტვირიშვილმაც დატოვა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
"მეგობრებო და კოლეგებო, ვტოვებ ეროვნულ ბანკში ჩემს თანამდებობას"-წერს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, არჩილ მესტვირიშვილი.
შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ ეროვნულ ბანკში თანამდებობა პაპუნა ლეჟავამაც დატოვა. აღსანიშნავია, რომ იგი ამ დრომდე საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა.