ფინანსები
19/10/2023

დავით უტიაშვილი: "ქვეყანაში დოლარიზაცია კვლავ გამოწვევად რჩება"

"ქვეყანაში დოლარიზაცია კვლავ გამოწვევად რჩება"-ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესი რუსთავი 2-თან" საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა, დავით უტიაშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, დედოლარიზაციის ტრენდი  ბოლო 15 წლის განმავლობაში შემცირების ხასიათს ატარებდა. ბოლო ერთი წელია კი სტაბილურად 45 %-ზეა ჩამოსული.

"სესხის 40% კვლავ უცხოურ ვალუტაში გაიცემა. ამის მიზეზი კურსთა შორის საპროცენტო განაკვეთის სხვაობაა, რადგან ლარში გაცემული სესხი უფრო ძვირია. ამის გამო, მსესხებლებისთვის გარკვეულწილად მიმზიდველს ხდება უცხოურ ვალუტაში სესხის აღება,"- აცხადებს უტიაშვილი.

სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი თქმით,  იქიდან გამომდინარე, რომ  დღეს ევროპის ცენტრალურმა ბანკმა და ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ პროცენტები გაამკაცრა და საპროცენტო განაკვეთი მნიშვნელოვნად გაზრდილია, ვარაუდია, რომ მსესხებლებისათვის უცხოურ ვალუტაში სესხის აღება ისეთი მიმზიდველი აღარ იქნება.

Businesspartner