ფინანსები
27/02/2023

"დასანანია, რომ აღნიშნული კანონი ნაჩქარევად შეიმუშავეს"- დეგნანი სებ-ის კანონზე

ეროვნული ბანკის სანდოობისთვის, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის მისი დამოუკიდებლობა და ამ საკითხთან დაკავშირებით მე ვეთანხმები საერთაშორისო სავალუტო ფონდის და პრეზიდენტის მოსაზრებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა განუცხადა. ასე გამოეხმაურა ის „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღებას.

როგორც დეგნანი ამბობს, ეს ცვლილებები არ არის აუცილებელი და საჭირო მაშინ, როდესაც ეროვნულ ბანკში არის გუნდი, რომელმაც კარგად მართა ის ამ პერიოდის განმავლობაში.

„ამაზე მიუთითებს ის სტატისტიკა, რაც არსებობს. ამიტომ, რატომ უნდა შეიცვალოს ეს გუნდი, რატომ უნდა შეიცვალოს სტრუქტურა, რამაც მოიტანა ეკონომიკის ასეთი სტაბილური ზრდა, განსაკუთრებით, ისეთ რთულ პერიოდში, როგორიც იყო კოვიდი, შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომი. ამ გამოწვევებს ძალიან კარგად გაართვა თავი ეროვნულმა ბანკმა. შესაბამისად, დამოუკებლობა არის ერთ-ერთი უმთავრესი გარანტი, მისი სტაბილურობისთვის“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.

მისივე განმარტებით, ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, დასანანია, რომ აღნიშნული კანონი ნაჩქარევად შეიმუშავეს.

„ეს კანონი ეწინააღმდეგება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა ასეთ რთულ და მღელვარე პერიოდში“, - განაცხადა აშშ-ს ელჩმა საქართველოში.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით 9 თებერვალს მიიღო. 23 თებერვალს კი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კანონში შესულ ცვლილებებს ვეტო დაადო.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023