BLOOMBERG-ზე 1 დოლარი 3.4524 ლარად ივაჭრება, ბანკებში 1 დოლარი 3.5200 ლარი ღირს
ლარი გაუფასურებას კვლავ განაგრძობს. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.3850-ით დაიწყო, 12:30 საათისთვის 1 დოლარი 3.4542 -ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 30 მარტის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარის ღირებულებამ 3.4118 ლარი შეადგინა.
შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.5200 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.3900 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.4100 ლარადაა შესაძლებელი, მისი გაყიდვა კი 3.4900 ლარად.
შეგახსენებთ, 2021 წლის დაწყებიდან დღემდე სებ-ს სულ $160 მლნ-ის ინტერვენცია აქვს განხორციელებული. COVID-ით გამოწვეული არასტაბილურობის ფონზე, ეროვნულმა ბანკმა პანდემიურ 2020 წელს პირდაპირი ინტერვენციების გზით სავალუტო ბაზარს სულ დაახლოებით $916 მლნ დოლარი მიაწოდა.