ფინანსები
29/03/2021

BLOOMBERG-ზე 1 დოლარი 3.3800 ლარად ივაჭრება, ბანკებში 1 დოლარი 3.4200 ლარი ღირს

ლარი უფასურდება. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.3649-ით დაიწყო, 14:40 საათისთვის 1 დოლარი 3.3800 -ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 28 მარტის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარის ღირებულებამ 3.3718 ლარი შეადგინა.

შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.4200 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.3400 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის  ყიდვა 3.3600 ლარადაა შესაძლებელი, მისი გაყიდვა კი 3.4000 ლარად.

შეგახსენებთ, 2021 წლის დაწყებიდან დღემდე სებ-ს სულ $160 მლნ-ის ინტერვენცია აქვს განხორციელებული. COVID-ით გამოწვეული არასტაბილურობის ფონზე, ეროვნულმა ბანკმა პანდემიურ 2020 წელს პირდაპირი ინტერვენციების გზით სავალუტო ბაზარს სულ დაახლოებით $916 მლნ დოლარი მიაწოდა.