ფინანსები
14/12/2022

ბიუჯეტში ყველაზე ცოტას ლიბერთი იხდის

სებ-ის სტატისტიკით, 01.11.2022-ის მდგომარეობით, საბანკო სექტორის მოგების გადასახადი 279 მლნ ლარია* (01.11.2021 – 210 მლნ). ბიუჯეტში შესული მოგების 1/3 ბანკების გადახდილია. საბანკო სექტორის შენატანის 85.5% TBC/BOGG-ის წილია. მე-3 სისტემური ბანკის ლიბერთის კონტრიბუცია კი ყველაზე ცოტა.

85.5% კი 2 ბანკის შენატანზე მოდის (Q3/2021 -85.3%; Q3/2019 -82%)

მლრდ ₾

Q3/2022*

Q3/2021

    მლნ  ₾

 მლნ ₾

თიბისი ბანკი

109

92

საქართველოს ბანკი

113

72

პროკრედიტ ბანკი

5.3

7.8

ბაზისბანკი

4.5

4.13

ქართუ

3.6

4.2

კრედო

3.2

4.3

ლიბერთი

3.1

0.0

წყარო: სებ-ი და კომერციული ბანკები (ბანკების ფინანსური მოგების გადასახადი და არა საგადასახადო მოგება)

*მ.შ სექტემბერ/ოქტომბრის დაუზუსტებელი

მოგების გადახდის ვალდებულება კომპანიებს და მათ შორის, ბანკს წელში 4-ჯერ უდგება (თუმცა ბალანსის ვადამდე შევსებაც არ იზღუდება). საგადასახადო კოდექსის თანახმად, 2022 წლის დეკლარაციის წარდგენის ვადა 2023 წლის 1 აპრილამდეა, 4-ად განაწილებული (25%+25%+25%+25%) მოგების გადასახადი არაუგვიანეს 15/05;15/07;15/09 და 15/12  სტუმრდება, ახლა 15% განაკვეთით, მალე კი 20%-ით.

+5%, IFRS-ის ეფექტთან შედარებით არაფერია. როგორც სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ გვითხრა ბანკებს საგადასახადო ტვირთი  გაზრდილი გადასახადის ხარჯზე  კი არა gaap-დან (სებ-ს მეთოდოლოგია), IFRS-ზე (ანგარიშგების საერთაშორისო მეთოდოლოგია) გადასვლით უმძიმდება.

რადგან IFRS-ი  სებ-ის გან განსხვავებით, ბანკს ნაკლებს არეზერვებინებს. „მეტობით“ დარეზერებული კი ანგარიშგების ცვლილებისთანავე „ამოტრიალდება“, ანუ ბუღალტრულად ბანკს უფრო მაღალი მოგება გამოუჩნდება და შესაბამისად, ბიუჯეტში გადასახდელი ულუფაც გაეზრდება.

როგორც პაპუნა ლეჟავამ თქვა, სექტორში +700 მლნ ლარია. ანგარიშგება 31 დეკემბერს თუ  ამოქმედდა გაცილებით მაღალი მოგება დაჯდება, რადგან ის წლის გაუნაწილებელ მოგებაშია ასახული, სადაც  გასულ წლებში გაუცემელი დივიდენდებიც შედის. მაინც მეტობა იქნება, თუ იანვრიდან ამოქმედდება, როცა წინა წლის მიმდინარე მოგება გაუნაწილებელში ჯდება და ახალი ათვლა იწყება.

გაცხადდა, რომ 2017 წელს ამოქმედებული და საფინანსო სექტორისთვის 2023 წლისთვის გადავადებული შეღავათიანიანი ნორმა აღარ ამოქმედდება. რეინვესტირებული მოგების გადასახადი, რომლისგან 2018-დან საბიუჯეტო ორგანიზაციებიც (აიპი, სსიპი...) კი გათავისუფლდნენ, ბანკებთან ერთად სხვა სესხის გამცემებსაც (მისო, სგს, ლომბარდი) დაეკისრება.

ბანკების ლობი ალეკო ძნელაძეს იმედს იტოვებდა, რომ 2023-დანაც არ გადავადდებოდა, მაგრამ... ძალაში შესვლა, მისი შეფასებით, ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ეს ნიშნავს სექტორში მეტი კაპიტალის დარჩენას, მეტ გრძელვადიან ლარს და ეკონომიკაში 10-მაგად დაბრუნებას. გაუქმებამდე, ის, გადავადების ნიშნებს ვერ ხედავდა. სხვები კი ამჩნევდნენ, თუმცა ისინიც იმედგაცრუებულები დარჩნენ, იმ ფაქტით, რომ აღარასოდეს ამოქმედდება.

ეკონომისტების აღნიშნულ კატეგორიას გადავადების საფრთხეს ბიუჯეტის დიფიციტის შემცირების გეგმა უჩენდა.  2020-ში 9 %-ს გაცდენილი ბიუჯეტის დეფიციტის, 2022 -ში განახევრების. რაც  მაინც არ გამოდის, თუ ბოლოს სებ-ი არ ჩაერია, მპ-ს გამკაცრებით.

 

Businesspartner