საზოგადოება
07/07/2021

₾46 000 თვეში - სამედიცინო სექტორში ყველაზე მაღალი ხელფასები პლასტიკურ ქირურგებს აქვთ

საქართველოში, ჯანდაცვის სფეროში, პროფესიებს შორის მინიმალური თვიური ანაზღაურება 364 ლარია და ის გადაუდებელი მედიცინის მუშაკებს აქვთ.

სფეროში მაქსიმალური ანაზღაურება 46 505 ლარია, რასაც პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის სპეციალისტების ნაწილი გამოიმუშავებს. ამ სფეროში ფიქსირდება ასევე ყველაზე მაღალი საშუალო ანაზღაურება (10 642 ლარი).

jandacva.ge საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2021-2030 წლის გეგმაზე დაყრდნობით წერს, რომ მაქსიმალური თვიური ანაზღაურების მხრივ, მეორე ადგილზეა კრიტიკულ მდგომარეობათა მედიცინა (23,338 ლარი), მესამეზე კი კრიტიკული მედიცინაა (24,912 ლარი).

გეგმა დღეს მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ წარადგინა. 

2021-2030 წლის გეგმის თანახმად, ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული პერსონალის მოტივაციის გაზრდა სტრატეგიულ პრიორიტეტადაა გამოცხადებული. ასევე პრიორიტეტებს შორისაა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჰოსპიტალური ქსელის გაძლიერება.