ფინანსები
08/11/2022

არდი: ავტოდაზღვევა 15-20%-ით გაძვირდა, პროცესი შესაძლოა გაგრძელდეს

სადაზღვევო კომპანია „არდის“ გენერალური დირექტორის მიხეილ ჯაფარიძის განცხადებით, ბაზარზე ავტოდაზღვევა 15-20%-ით უკვე გაძვირდა და შესაძლოა ეს ტრენდი გაგრძელდეს.

„საქმე იმაშია, რომ ერთის მხრივ კომპანიებს შეუმცირდად დოლარში გაყიდული პოლისების ლარში გადახდები კურსის გამყარების გამო და მეორე მხრივ, დრამატულად გაიზარდა ავტოსერვისზე და ნაწილებზე ფასები, რამაც ორმაგ წნეხში მოაქცია ბაზარი,“-აცხადებს ჯაფარიძე.

გაძვირებული ავტოდაზღვევა ხომ არ შეამცირებს კომპანიაში პოლისით მოსარგებლეთა რაოდენობას, ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ „არდი“  ამ კუთხით ბენეფიციარების შემცირებას არ ელოდება, რადგან ზოგადად, რეგისტრირებული მანქანების ძალიან მცირე ნაწილია დაზღვეული, თუმცა, კომპანიაში ზრდის შემცირებას ვარაუდობენ.

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის 6 თვის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების  მხოლოდ 7% -ია დაზღვეული.

Businesspartner