ფინანსები
01/02/2021

არჩილ გაჩეჩილაძე: შემოდგომისთვის ეკონომიკის მნიშვნელოვან გამოცოცხლებას ველით

“საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის თქმით, 2020 წელი საინტერესო და რთული წელი იყო, თუმცა, ამ სირთულეების ნაწილობრივი გადალახვა ეროვნულ ბანკთან და მთავრობასთან კოორდინაციაში მოქმედებით მოხდა.

„კორონავირუსის ფონზე როდესაც ეკონომიკა ჩაიკეტა, ადამიანების გარკვეულმა კატეგორიამ დაკარგა სამსახური, გაჩერდა ყველა მიმართულება და იმდენად გაურკვეველი მდგომარეობა იყო, არავინ იცოდა გაგრძელდებოდა თუ არა მშენებლობა, რა როგორ იმუშავებდა და ეს დიდი შოკი იყო. ამ მომენტში საბანკო სექტორმა ერთგვარი ბუფერული როლი ითამაშა, თუნდაც, სესხების გადავადების ნაწილში, ეს რა თქმა უნდა იყო კოორდინაციაში მთავრობასთან და ეროვნულ ბანკთან,“ - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ გადაცემაში "ბიზნესპარტნიორის ოთხეული".  

“საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი განმარატვს, რომ ხაზგასასმელია ეკონომიკური ხელშეწყობის ის ეკონომიკური პაკეტი, რაც ნამდვილად მთავრობის ნაბიჯი იყო, რათა სხვადასხვა სექტორზე დარტყმა შეემსუბუქებინა.

კითხვაზე, როგორი იქნება 2021 წელი ფინანსური სტაბილურობის ზრდის თვალსაზრისით, როგორც ეკონომიკის, ასევე ბანკის თითოეული პორტფელის მოგების ზრდის თვალსაზრისით, არჩილ გაჩეჩილაძე განმარტავს, რომ ის 2021 წელს დიდი იმედით უყურებს.

„ნოემბერ-დეკემბერში საკმაოდ დიდი ვარდნა იყო, იანვარიც არ იყო სახარბიელო. თუმცა, ამასთან ერთად მეორე კვარტლის ბოლოს საკმაოდ დიდ ეკონომიკურ იმპულსებს ველოდებით. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, ვირუსთან რამდენად სწრაფად ვიმოქმედებთ. ახლა პირველი ნაბიჯები მალე გადაიდგმება, ტენდენცია კარგია, თუმცა, ეკონომიკის დაკეტვის ხარჯზე მგონია, რომ მეორე კვარტლის ბოლოს და მესამე კვარტლის ბოლომდე გარდატეხა მოხდება. მესმის სხვადასხვა სპეციალისტის პროგნოზები, რომ ეს შეიძლება წელიწადზე მეტხანს გაგრძელდეს და რა თქმა უნდა, ამის შანსი არის, თუმცა, ჩვენი მოლოდინია, რომ შემოდგომისთვის ეკონომიკის სერიოზული გამოცოცხლება იქნება,“ - აცხადებს არჩილ გაჩეჩილაძე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023