ფინანსები
06/05/2020
არჩილ გაჩეჩილაძე ხელფასის 50%-ს COVID-19-ის ეკონომიკურ შედეგებთან საბრძოლველად მიმართავს
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე ხელფასის 50%-ს საქართველოში კორონავირუსის ნეგატიური გავლენების წინააღმდეგ საბრძოლველად მიმართავს. ამის შესახებ „საქართველოს ბანკმა“ განაცხადა.
საფინანსო ინსტიტუტის აღმასრულებელი მენეჯმენტის გუნდი ასევე შეთანხმდა, რომ 2020 წელს მათი ხელფასი 20%-ით შემცირდეს და დანაზოგი ასევე COVID-19-თან ბრძოლას მოხმარდეს.
შეთანხმება ძალაში მიმდინარე წლის 1-ლი მარტიდან შევიდა.