ფინანსები
28/07/2020

ალექსანდრე ძნელაძე: წლის ბოლოსთვის საბანკო სექტორის აქტივები მშპ-ის მოცულობას გადააჭარბებს

საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი, ალექსანდრე ძნელაძე განმარტავს, რომ სექტორის წარმატება, მოგება და შემოსავლები პირდაპირპროპორციულად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

“საბანკო სექტორი ქვეყანაში ყველაზე დიდი სექტორია. ალბათ, წლის ბოლოს საბანკო სექტორის აქტივების მოცულობა მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობას გადააჭარბებს. თუ საბანკო სექტორი მუდმივად ზარალზე იქნება, ეს მხოლოდ მისი მაჩვენებელი არ იქნება. ეს ნიშნავს, რომ მთლინად, ქვეყნის მასშტაბით აღარ მოხდება ეკონომიკური ზრდის გენერირება”,- აღნიშნა ძნელაძემ გადაცემაში "ბიზნესპარტნიორის ოთხეული".

მისივე თქმით, კორონა ვირუსის პანდემიის გამო საბანკო სექტორი 2020 წელს ზრდას არ ელოდება. მდგომარეობის გაჯანსაღებას კი მეოთხე კვარტლიდან პროგნოზირებენ.

“იმედი გვაქვს, მეოთხე კვარტალში რეაბილიტაციას დაიწყებს ყველა სექტორი და ამ თვალსაზრისით ჩვენ დავინახავთ რალურ სურათს. აღარ გვექნება კონსერვატიული რეზერვები, არამედ რეალურად შევაფასებთ ვადიანობასაც”,- განაცხადა ыაბანკო ასოციაციის პრეზიდენტმაю

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023