ალეკო ძნელაძე: კაპიტალის ბუფერების აღდგენა საბანკო სექტორის ზრდის ტემპს შეამცირებს
კომერციულ ბანკებს კაპიტალის ბუფერების აღდგენის საშუალება აქვს, თუმცა მიიჩნევენ, რომ ეს სექტორის ზრდის ტემპს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
როგორც საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი, ალეკო ძნელაძე „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, კაპიტალის ბუფერების აღდგენის ვადის გახანგრძლივებას ისურვებდნენ.
„სასურველი იქნებოდა, რომ აღნიშნული გეგმა არა მხოლოდ იყოს ცოტა უფრო გაგრძელებული, არამედ მნიშვნელოვანია, რომ პირდაპირ კავშირში არ იყოს, ან იყოს გარკვეული შეღავათები კაპიტალის განაწილებასთან მიმართებით, რადგან სანამ სრულად არ აღდგება კაპიტალის ბუფერები, კომერციულ ბანკებს კაპიტალის განაწილების ნაწილში შეზღუდვა აქვთ. საბანკო სექტორს აქვს საშუალება, რომ აღნიშნული ბუფერები შეავსოს, თუმცა მეორე მხრივ, აღნიშნული მნიშვნელოვნად შეამცირებს საბანკო სექტორში ზრდის ტემპს.
ბუფერების აღდგენის თვალსაზრისით, არ მგონია, რომ რაიმე პრობლემა იყოს რომელიმე ეტაპზე. თუმცა, პრინციპული მნიშვნელობა ექნება, რის ხარჯზე აღდგება აღნიშნული ბუფერები“,- განაცხადა ძნელაძემ.