ფინანსები
22/09/2021

900 მლნ ინფრასტრუქტურას, 240 მლნ გარემოს დაცვას - თბილისის მერიის გეგმა

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ მომდევნო წლებში დედაქალაქის ბიუჯეტი 500 მლნ ლარით გაიზრდება და 1.7 მლრდ ლარს შეადგენს. 

მისი თქმით, ბიუჯეტიდან დაფინანსება გაიზრდება თბილისის ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვის, აგრეთვე ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების მიმართულებით. 

ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მომდევნო წლებში თბილისის ინფრასტრუქტურას 900 მლნ ლარი მოხმარდება. 100 მლნ ლარით გაიზრდება ჯანდაცვის და სოციალური მიმართულების პროგრამის დაფინანსება. 240 მლნ ლარი მოხმარდება გარემოს დაცვის მიმართულებას.