ფინანსები
22/11/2021

2021 წლის ბიუჯეტში ჯანდაცვის დაფინანსება კიდევ იზრდება

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილება შედის, რომლის თანახმადაც ჯანდაცვის მიმართულებით დაფინანსება დაახლოებით 375 მლნ ლარით იზრდება. თანხის უდიდესი ნაწილი კოვიდის მართვასთან დაკავშირებულ ხარჯებს მოხმარდება. 

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ბიუჯეტის პროექტს მთავრობა პარლამენტს დღეს წარუდგენს. 

"მიმდინარე წელს ხდება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდა, რომელიც სრულად დაბალანსდება საგადასახადო შემოსავლების ზრდით და სხვადასხვა ტიპის ეკონომიებით, რაც ნიშნავს იმას, რომ მიმდინარე წელს საბიუჯეტო დეფიციტი არ იზრდება, პირიქით მოლოდინი გვაქვს, რომ რამდენიმე მეათედი პროცენტული პუნქტით შემცირდება წლის ბოლოს, ხოლო ის ხარჯი, რომელიც იქნება გასაწევი უშუალოდ ჯანდაცვის მიმართულებით, სრულად იქნება დაფინანსებული", - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.