ფინანსები
15/12/2020

2021 წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, შესაძლოა 4.3%-ზე მეტი იყოს

ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ 2021 წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, შესაძლოა 4.3%-დან გაიზარდოს. ამის თქმის შესაძლებლობას მინისტრს, როგორც თავად აცხადებს, პოზიტიური მოლოდინები აძლევს.

“2020 წელს გაზაფხულიდან მსოფლიო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ქვეყნების მიხედვით იქნებოდა ეს თუ ჯამურად, ყოველ თვე იცვლებოდა, იმდენად არაპორგნოზირებადი გარემო შეიქმნა პანდემიის პირობებში. ეს ნარჩუნდება 2021 წლისთვისაც, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ უკვე რამდენიმე სანდო კომპანიამ განაცხადა ვაქცინის შექმნაზე, ცოტა მეტ გარკვეულობას გვაძლევს. მგონია, რომ თუ გადაიხედება 2021 წლის ეკონომიკური პროგნოზი, ის გადაიხრება პოზიტიური მიმართულებით, ანუ 4.3% ზე მეტი იქნება”,- აღნიშნა მაჭავარიანმა.