ენერგეტიკა
26/04/2021

თურქეთის ელჩი: ნამახვანჰესი საქართველოსა და ქართველებისთვის შენდება

თურქეთის ელჩი საქართველოში, ფატმა სერენ იაზგანი “ენკას”, მთავრობასა და პროტესტის მონაწილეებს ნამახვანი ჰესთან დაკავშირებით კონტრუქციული დიალოგის გაგრძელებისკენ მოუწოდებს.

“მივესალმები ყველა გადაწყვეტილებას და განცხადებას გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. ეს პროექტი ხორციელდება საქართველოსთვის და ქართველებისთვის. ის არ შეიძლება აშენდეს ქართველების წინააღმდეგ. ყველა პროცესი ტენდერთან, შეთანხმებასთან, თუ სხვა, უნდა იყოს სრულად გამჭვირვალე.

მივესალმები ნდობის შენებას, ზომებს, რომლის მიხედვითაც დიალოგის ფორმატი გაფართოვდა მათთან, ვინც ჰესის შენების წინააღმდეგია. მეორე მხრივ, გაფორმებულია კონტრაქტი, რომელსაც თავისი პასუხისმგებლობები დაერთვის. "ენკას", მთავრობასა და იმ ადამიანებს შორის, რომელთაც პროტესტი აქვთ, ცივილიზებული დიალოგი უნდა წარიმართოს. ეს ოდნავ დაგვიანებულია, მაგრამ რაც მთავარია დაიწყო და მე ამას მივესალმები”,- აღნიშნა ელჩმა.

Businesspartner