ენერგეტიკა
21/10/2021
სემეკი: გაზისა და ელექტროენერგიის ტარიფი არ გაიზრდება
სემეკის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, ამ ეტაპზე გაზის, ელექტროენერგიის და წყლის ტარიფის მატება არ იგეგმება.
"ბუნებრივი აირის და წყალმომარაგების ტარიფები დადგენილია. ელექტროენერგიის ტარიფები ამ წლის ბოლომდე დადგენილია. მისი გადამტკიცება მოხდება, თუმცა ხაზს ვუსვამ, რომ ტარიფების რაიმე სახის ზრდას ამ ეტაპისთვის არ ველოდებით", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.