ენერგეტიკა
12/05/2021

"საზოგადოებას ნამახვანჰესზე ისე უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ მითების ადგილი აღარ დარჩეს"

კომპანია Enka Renewables ნამახვანი ჰესის პროექტთან დაკავშირებით ყველა დაინტერესებულ პირს დისკუსიაში ჩართვისკენ მოუწოდებს. პროექტის ქართველი დირექტორი, მერაბ ლომინაძე მიიჩნევს, რომ არსებული რთული ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი მხოლოდ დიალოგია.

„ჩვენი ვალდებულებაა, რომ საზოგადოებას სრულად და ჯეროვნად გავაცნოთ ეს პროექტი და ობიექტურად მივაწოდოთ ინფორმაცია. ეს იმისთვის, რომ აღარ დარჩეს ადგილი მითებისა და სპეკულირებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ამ საინფორმაციო კამპანიაში ჩაერთოს საზოგადოების ყველა ჯგუფი. ჩვენ ჩვენი ხმა საზოგადოების ყველა დაინტერესებულ მხარესთან უნდა მივიტანოთ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ის ადამიანები, რომლებიც დღეს ამ პროექტს აპროტესტებენ, ჩაერთონ ამ დისკუსიებში, ჩაერთონ ამ საგნობრივ განხილვებში მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად და რეალურად შევაფასოთ ამ პროექტის ღირებულება ქვეყნისთვის და ენერგოდამოუკიდებლობისთვის. დიალოგისა და დისკუსიის გარეშე არსებული ვითარებიდან გამოსავალი არ არსებობს. აუცილებელია გამოსწორდეს კომუნიკაციის ყველა ის ხარვეზი, რომელიც არსებობდა“,- აღნიშნა ლომინაძემ.

Businesspartner