ენერგეტიკა
30/09/2021
საქსტატი: აგვისტოში ელექტროენერგიის გამომუშავება 27%-ით გაიზარდა
"საქსტატის" აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ ეკონომიკური ზრდაზე და სექტორების მიხედვით ამის მიზეზებზე ისაუბრა.
მისი თქმით, ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა ენერგეტიკის სექტორში, რომლის მიზეზად ჰიდრო და თბო ელექტროენერგიის წარმოების ზრდა სახელდება.
2021 წლის აგვისტოში ელექტრო ენერგიის გამომუშავება დაახლოებით 27%-ით გაიზარდა, ამასთან მნიშვნელოვანია, რომ გაზრდილია, როგორც მოხმარების ასევე ექსპორტის მაჩვენებელი.
შეგახსენებთ, რომ აგვისტოში ეკონომიკა 10,3%-ით გაიზარდა