ენერგეტიკა
26/04/2021

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი მზის ელექტროსადგურის 3 პროექტს ამუშავებს

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი ამჟამად მზის ელექტროსადგურის 3 პროექტს ამუშავებს. მათ შორის, ერთ-ერთია 5 მეგავატის სიმძლავრის მზის ელექტროსადგური კახეთის რეგიონში, კერძოდ უდაბნოში, რომლის ფუნქციონირებაც სავარაუდოდ, 2022 წლის ბოლოს უნდა დაიწყოს.

„ჩვენ ამჟამად მზის ელექტროსადგურის 3 პროექტს ვამუშავებთ. სხვადასხვა სიმძლავრის - 5მგვტ, 125მგვტ და 50მგვტ. მათი ჯამური ღირებულება დაახლოებით 50 მილიონის ფარგლებში იქნება და ეს მზის სადგურები ასევე შეემატებიან ჩვენს გენერაციას და ჩაანაცვლებენ იმპორტს. ესენია საგარაჯოსა და გარდაბნის რაიონები. მათი ოპერირების დაწყება იგეგმება 2022 წლის ბოლოს. უდაბნოს მზის ელექტროსადგურის პროექტს განახორციელებს ენერგეტიკის განვითარების ფონდი და შემდეგ ის გასხვისდება ადგილობრივ, ან უცხოელ ინვესტორზე. მისი ინვესტიცია დაახლოებით 3.5 მილიონი დოლარია. ის 5 მეგავატის სიმძლავრის იქნება“,- განაცხადა ფონდის დირექტორმა, გიორგი ჩიქოვანმა.

Businesspartner