ენერგეტიკა
09/10/2020

საქართველო თურქეთიდან ელექტროენერგიას შეისყიდის

საქართველო თურქეთიდან ელექტროენერგიის შესყიდვას გეგმავს.

„ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულმა ოპერატორმა“ (ესკო) ნოემბრისთვის თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტზე ინტერესთა გამოხატვა უკვე გამოაცხადა.

იმპორტის საორიენტაციო მოცულობა 120.35 მლნ კვტ.სთ-ია.

დაინტერესებულმა კომპანიებმა განაცხადები 12 ოქტომბრის 17:00 საათამდე უნდა წარადგინონ.

თუ ტენდერი წარმატებით დასრულდა ეს თურქეთიდან ელექტროენერგიის შეძენის პირველი შემთხვევა იქნება. ამ დრომდე თურქეთში პირიქით, ელექტროენერგიას ვყიდდით. მაგალითად, წელს 8 თვეში ექსპორტმა 60.3 მლნ კვტ.სთ შეადგინა. 2019 წელს ექსპორტი 113 მლნ კვტ.სთ, 2018 წელს კი, 386.2 მლნ კვტ.სთ იყო.