ენერგეტიკა
18/03/2022

"რუმინეთი-საქართველოს დამაკავშირებელი წყალქვეშა კაბელი გარდამტეხი იქნება ენერგოუსაფრთხოებისთვის"

რუმინეთი-საქართველოს დამაკავშირებელი წყალქვეშა კაბელი გარდამტეხი იქნება ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველო-რუმინეთის სავაჭრო პალატის დირექტორთა საბჭოს წევრმა გიორგი კაჭარავამ გადაცემაში "ბიზნესპარტნიორი" განაცხადა. 

"ის ტრანსნაციონალური კომპანიები, რომლებიც საქართველოს რუსეთიდან ფარავდნენ პირდაპირ უნდა გადაერთონ საქართველოზე და ჩვენმა ქვეყნამ ცენტრის ფუნქცია უნდა შეასრულოს. გარდა ამისა, შეიძლება განხორციელდეს რეგიონალური მნიშვნელობის დიდი პროექტები, როგორიცაა რუმინეთი-საქართველოს დამაკავშირებელი ელექტროკაბელი შავი ზღვის ფსკერზე, რომელიც გარდამტეხი იქნება ენერგოუსაფრთხოების კუთხით, ამიერკავკასიისა და ევროპის ქვეყნებისთვის.

ჩვენ 2017 წლიდან აქტიურად ვიყავით ჩართული ამ პროცესში და ვიცით, რომ აღნიშნულ პროექტს მწვანე შუქი აქვს "ენერჯი ქომუნითის" მიერ ევროკავშირის მხრიდან. მიმდინარეობს კონკრეტული საკითხების მოგვარების ეტაპი. ასევე გვყავს პოტენციური პარტნიორები და ინვესტორები. საუბარია დაახლოებით 2 მლრდ-იან ინვესტიციაზე და ვფიქრობთ ეს უნდა მოხდეს კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით. ჩვენ მზად ვართ, ამ პროექტის გამხორციელების პროცესში ჩავერთოდ და წარმატებით მივიყვანოთ ბოლომდე", - აღნიშნავს  გიორგი კაჭარავა.