ენერგეტიკა
09/03/2021

რატომ ვერ იქნება ქარის ელექტროსადგური ნამახვანჰესის ალტერნატივა - მინისტრის განმარტება

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა განმარტავს, რატომ ვერ იქნება ქარის ელექტროსადგური ნამახვანჰესის ალტერნატივა.

„ჩვენივე ელექტროსისტემის 10 წლიან გეგმაში რაც წერია, იმისათვის, რომ 1 300 მგვტ-ის ქარის და მზის მიერთება 2025 წლამდე განხორციელდეს, საჭიროა, რომ იმ მომენტისთვის არსებობდეს ნამახვანჰესი, ცხენის წყალის ჰესი, ხუდონი და ა.შ. ეს წერია საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემის დოკუმენტში. ქარი და მზის ენერგია მიეკუთვნება ე.წ. ცვალებად განახლებად ენერგიის წყაროს, რაც ნიშნავს - იმისთვის, რომ ის დაბალანსდეს, სჭირდება საპირწონე საბაზისო ენერგია, რომელსაც წარმოაგდენს ან თბო სადგურები, ან დიდი ჰიდროსადგურები. ამ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება დამატებით ქარი ვაშენოთ, მაგრამ ეს ურთიერთშემვსები და არა ურთიერთსაწინააღმდეგო რამ არის.

ეს არის ჩვენი ნება-სურვილი, ეს ტექნოლოგიაა“,- აღნიშნა ნათია თურნავამ და აქვე დასძინა: „რამდენი ქარის პროექტიც წამოვიწყეთ, იმდენი გაგვისაჩივრა „მწვანე ალტერნატივამ“. ქარი მოგწონთ, მზე მოგწონთ, ჰიდრო მოგწონთ თუ იმპორტი მოგწონთ, რა არის თქვენი ალტერნატივა?“.

Businesspartner