რას მოხმარდა 2022 წელს "თელასისა" და "ენერგო-პრო ჯორჯიას" ინვესტიციები
გასულ წელს „თელასმა“ დაახლოებით, 52 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა. როგორც სემეკის ანგარიშიდან ირკვევა კომპანიამ 16,8 მლნ ლარი ტექნიკური გადაიარაღების, რეკონსტრუქციისა და კაპიტალური რემონტებისთვის დახარჯა.
33,3 მლნ კი ახალი აბონენტების გამანაწილებელ ქსელზე მიერთების და ქსელის გაფართოების პროექტებს მოხმარდა.
„2022 წლისათვის შესრულდა 6,093 ახალი მიერთების განაცხადი, ხოლო ახალი აბონენტების გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასურიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 26,659 ათასი ლარი დღგ-ის გარეშე.
გარდა ამისა, განხორციელდა სხვადასხვა საჭირო ინსტრუმენტისა და მოწყობილობის, ორგტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის შეძენა, რამაც ჯამში 1,838 ათასი ლარი შეადგინა.“-აღნიშნულია ანგარიშში.
რაც შეეხება "ენერგო-პრო ჯორჯიას", კომპანიამ 2022 წლისთვის 176,3 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.
„შესრულებული ინვესტიციების ფარგლებში SCADA სისტემა მოეწყო 8 ქვესადგურში; 35/110 კვ ქვესადგურებში გარემონტდა სხვადასხვა სიმძლავრის 27 ძალოვანი და ქსელში 600 ცალი 10-6/0.4 კვ-ის ტრანსფორმატორი, შეკეთდა საქვესადგურო შენობები, ქვესადგურებში შეყვანილ იქნა წყალი და დამონტაჟდა ახალი სამორიგეო ჯიხურები, სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო-სამონტაჟო სამუშაო განხორციელდა ელექტროგადამცემ ხაზებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოები შეეხო ასევე 10/6 კვ-ს, კერძოდ, ქსელში დაიდგა ახალი ძალოვანი ტრანსფორმატორი, დამონტაჟდა საყრდენები და სადენები, გამოიცვალა და დამონტაჟდა კაბელები, შემოიღობა, გადაიხურა და სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა სატრანსფორმატორო პუნქტებს და შეიცვალა და რეაბილიტირდა 56 გკტპ და 193 კტპ. მოეწყო 341 ერთეული ძაბვის უჯრედი, ცენტრალურ გამანაწილებელ პუნქტებში მოეწყო ვაკუუმური ტიპის ამომრთველები და ქსელში დამონტაჟდა გარე დადგმულობის სახაზო უჯრედები და 866 სახაზო გამთიშველი.
კახეთის 0.4 კვ ქსელის რეაბილიტაციის ფარგლებში დამონტაჟდა 12,524 დგარი, 288.85 კმ 242,881 76% 14,456 5% 61,759 19% საკუთარი სახსრებით სესხით მესამე მხარის დაფინანსებით 51 თვითმზიდი იზოლირებული კაბელი, მათ შორის, კახეთის 0.4 კვ ქსელის რეაბილიტაცია-გამრიცხველიანების ფარგლებში – 1,733 დგარი, 124.7 კმ სიპ კაბელი და 8,226 მრიცხველი.“ -აღნიშნულია სემეკის მიერ გამოქვეყნებულ 2022 წლის ანგარიშში.