პრემიერი: ელ.ენერგიაზე ძველ და ახალ ტარიფს შორის სხვაობას მთავრობა დაასუბსიდირებს
სემეკმა ელექტროენერგიასა და წყალზე ახალი ტარიფები უნდა დაადგინოს. მთავრობა ვარაუდობს, რომ ტარიფები გაიზრდება. სწორედ ამიტომ მათ ძველი და გაზრდილი ტარიფების სხვაობის დასუბსიდირება გადაწყვიტეს.
“ყველა ველოდებით, რომ ტარიფი გაიზრდება. ამას თავისი ობიექტური დასაბუთება და ახსნა აქვს. 2017 წელს მოხდა მეთოდოლოგიის ცვლილება, რის შედეგადაც 3 წლის განმავლობაში ტარიფი არ გადახედილა. ყველას კარგად გვესმის, რომ მოსალოდნელია ტარიფის ზრდა ელექტროენერგიაზე, ისევე როგორც წყალზე. ოღონდ წყლის შემთხვევაში საუბარია თბილისზე, რუსთავსა და მცხეთაზე. როდესაც ელექტროენერგიაზე, თუნდაც ობიექტური მიზეზსბის გამო ტარიფი იზრდება, ეს ჩვენთვის არის შემფგომი ახალი გამოწვევა, რომელსაც ხელისუფლებამ უნდა უპასუხოს. ამ მომენტისთვის ზუსტად არ ვიცით, როგორ გაიზრდება ტარიფი, მივიღეთ ერთადერთი გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მოქლაქეებს 2021 წელს ელექტროენერგიის ტარიფის ზრდას არ იგრძნობენ. ანუ, საქართველოს მთავრობა ამ სხვაობას ძველ და ახალ ტარიფს შორის სრულად დაასუბსიდირებს 300 კილოვატამდე მოხმარების აბონენტევისთვის”,- განაცხადა გახარიამ.