ენერგეტიკა
11/10/2023

"ნავთობზე ფასის მატება, ირანის კონფლიქტში ჩართვის მოლოდინმა გამოიწვია"

ისრაელში მომხდარმა საომარმა მოქმედებებმა გლობალურ ეკონომიკაზე გავლენა მოახდინა, მათ შორის ნავთობის ფასი 5%-ით გაიზარდა.

როგორც საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, ირაკლი გოგავა გადაცემა "ბიზნეს პოსტთან" აცხადებს, ნავთობი ის პროდუქტია, რომელიც მსოფლიოში მიმდინარე არასტაბილურობაზე მყისიერად რეაგირებს.

მისივე ცნობით, ღაზას სექტორში მიმდინარე პროცესებს ნავთობის ფასზე გავლენა არ მოუხდენია. აღნიშნული გამოიწვია მოლოდინმა, რომ კონფლიქტში ირანიც ჩაერთვება.

"ირანმა თითქმის ნახევარ მილიონ ბარელზე აიყვანა მოპოვების მაჩვენებლები. ის მსოფლიოში ნავთობის 3%-ს მოიპოვებს. მისი კონფლიქტში ჩართვა კი ნავთობის ფასზე გარკვეულწილად გავლენას მოახდენს. 

დღის მდგომარეობით ნავთობის ფასმა 86 დოლარს გადააჭარბა. კვლევითმა ორგანიზაცია "გოლდმან საქსის" ანალიტიკოსებმა დასკვნა გამოაქვეყნეს, სადაც ადასტურებენ, რომ ნავთობზე ირანის ჩართულობას ნამდვილად ექნება გავლენა, თუმცა ამის გარეშეც, გაზაფხულზე ნავთობის ფასმა შესაძლოა,$100-საც მიაღწიოს,"-აცხადებს გოგავა.

ოქროს შემთხვევაში, ექსპერტის ინფორმაციით, ფასი ამ ეტაპზე სტაბილურია, თუმცა თავად ისრაელის საფონდო ბირჟას სერიოზული ვარდნა ჰქონდა. რაც შეეხება საბანკო სექტორს,ამ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა 7%-იიან შემცირებას.

რაც შეეხება შეკელის (ოფიციალური ვალუტა ისრაელში) ინფლაციას, როგორც გოგავამ განაცხადა,  მხოლოდ კონფლიქტის ბრალი არ არის და განსაკუთრებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში აქსელერაცია მიმდინარეობს. ამის მიზეზი, პოლიტიკური პოლარიზებაა (სასამართლო რეფორმაზე ვერ უთანხმდებიან ერთმანეთს). ახლა კი აღნიშნულს ომიც დაემატა და ექსპერტის ინფორმაციით, შეკელი მის ისტორიულ მინიმუმამდეა ჩამოსული.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ისრაელის ჯარისკაცებმა აშკელონში ცეცხლსასროლი იარაღით სროლისას სამი ტერორისტი მოკლეს. როგორც თავდაცვის ძალებში განაცხადეს, ჯარისკაცებს ასევე უპილოტო საფრენი აპარატი უჭერდა მხარს. მედიის ინფორმაციით, ადგილზე ცეცხლის ჩაქრობით პროცესებში სახანძრო ეკიპაჟები იღებენ მონაწილეობას.