ენერგეტიკა
07/06/2022
ნავთობისა და გაზის კორპორაციას გიორგი ჩიქოვანი უხელმძღვანელებს - ცვლილებები ენერგოკომპანიებში
ენერგოკომპანიების მენეჯმენტში ცვლილებებია.
ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურ დირექტორად გიორგი ჩიქოვანი დანიშნა, მან ამ თანამდებობაზე ენერგეტიკის განვითარების ფონდიდან გადაინაცვლა. კორპორაციის ხელმძღვანელმა გიორგი ბახტაძე კი თბოსადგურ "გარდაბანი 1"-ს უხელმძღვანელებს.
საკადრო ცვლილებებზე ინფორმაცია "ბიზნესპარნტიორს" ნავთობისა და გაზის კორპორაციაში დაუდასტურეს.
რაც შეეხება ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის პოსტზე, "ბიზნესპარნიოტრის" ინფორმაციით, "გარდაბანი 1"-ის დირექტორი ჯაბა ხმალაძე დაინიშნა.