ენერგეტიკა
25/06/2021

ნათია თურნავა: ნამახვანჰესის პროექტი აუცილებლად უნდა განხორციელდეს

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ნამახვანჰესის პროექტი აუცილებლად უნდა განხორციელდეს. 

მისი თქმით, ნამახვანჰესი მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისთვის. 

“ყოველთვის ნებისმიერი ასეთი მსხვილი პროექტი შეიძლება გაკეთდეს ცოტა უკეთესად, ცოტა განსხვავებულად. ახლა მედიაციის პროცესში ვიმყოფებით, რომელსაც უძღვება ევროკავშირის ენერგეტიკული ქარტიის წარმომადგენელი და გვაქვს ძალიან პოზიტიური მოლოდინები. აქედან გამომდინარე, ყველა ის ხარვეზი, თუ კი რამე არსებობდა, თუნდაც გარემოს დაცვის კუთხით, საუბარი იყო მიწებზე - გამოსწორდება, ეს არ არის ისეთი კრიტიკული. მთავარია, ეს პროექტი, უკეთესი ფორმით, მაგრამ აუცილებლად განხორციელდეს“,- აღნიშნა ნათია თურნავამ.   

Businesspartner