ენერგეტიკა
28/06/2021

ნათია თურნავა: ხუდონჰესით ინვესტორი დაინტერესებული აღარ არის

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ხუდონჰესთან დაკავშირებით ინდურ კომპანია “ტრანს ელექტრიკასთან“ შეთანხმება 2011 წელს დაიდო, თუმცა 10 წელია პროექტი ვერ განხორციელდა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე კომპანიასთან მიმდინარეობს შეთანხმება ხელშეკრულების მოშლაზე.

“10 წელი გავიდა უკვე და ეს პროექტი ვერ განხორციელდა. აქ არის მიზეზების ნაკრები, მათ შორის პროექტის სირთულე. აქედან გამომდინარე ჩვენ 1 წლის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საერთაშორისო კონსულტანტის დახმარებით მოველაპარაკოთ, შევუთანხმდეთ ინდურ ინვესტორს, რომ მოვშალოთ თანდათან ეს შეთანხმება, რომელიც ჩვენს შორის იყო დადებული, რა თქმა უნდა აქ რომ იყოს მარტო მათი ბრალეულობა, ჩვენ ხისტად წავიდოდით ამ კონტარქტის მოშლაზე, მაგრამ ვინადაინ ობიექტური და სუბიექტური მიზეზები ორივე მხარეს არის, მათ შორის მოსახლეობის თემაა, პროექტის სწორი სტრუქტურირება და ა.შ. ორივე მხარემ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ურთიერთშეთანხმებით მოხდეს ამ პროექტის და იმ აქტივების, რაც აქამდე იყო გადაცემული ინდუსებისთვის, სახელმწიფოსთვის დაბრუნება. ინვესტორს ინტერესი აღარ აქვს, რადგან 10 წლის განმავლობაში ეს ვერ განახორციელა, აქ სხვა მიდგომა იქნება საჭირო“,- აღნიშნა ნათია თურნავამ.  

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023