ენერგეტიკა
14/06/2021

ნამახვანჰესის მოსამზადებელი სამუშაოების უსაფუძვლოდ გაჩერება საინვესტიციო გარემოს დააზიანებს - ნათია თურნავა

ნამახვანჰესის მოსამზადებელი სამუშაოების შეჩრებასთან დაკავშირებით აქტივისტების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ეს მოთხოვნა არც ევროპელმა მედიატორებმა არ გაიზიარეს.

მისი თქმით, მოსამზადებელ სამუშაოებს, გარემოს დაცვით საკითხებზე არსებითი ზეგავლენა არ აქვთ. კომპანიას სამუშაოების წარმართვის ნებართვა აქვს. სამუშაოების დასაბუთების და საფუძვლის გარეშე შეწყვეტა კი, ქვეყნის საინვესტიციო გარემოს დააზიანებს და ინვესტორის უფლებებს შელახას.

“მოსამზადებელი სამუშაოების შეჩერებაზე აქტივისტების მოთხოვნა ევროპელმა მედიატორებმა არ გაიზიარეს. სერიოზული კონტრარგუმენტები იყო წაყენებული. კომპანიამ ჩვენი მოთხოვნით, 12 თვით გადადო კაშხლის მშენებლობა, რომელიც შესწავლის მთავარი ობიექტია და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ყველაზე მეტი კითხვა ამასთან მიმართებაში იყო. ყველაზე მეტი კვლევა აქ არის ცასატარებელი“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023