ენერგეტიკა
22/09/2021
“ნამახვანჰესი“ აღარ აშენდება - "ენკა" საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულებას წყვეტს
ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანია ENKA Renewables-ი საქართველოს მთავრობასთან დადებულ ხელშეკრულებას წყვეტს. შედეგად, ის $800 მილიონიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე უარს ამბობს.
Enka Renewables-ის გადაწყვეტილების შესახებ მისი მშობელი კომპანიის - ENKA İNŞAAT-ის მიერ სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ხდება ცნობილი.
განცხადებიდან ირკვვევა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი პირობების დარღვევა და ფორსმაჟორი გახდა.
შეგახსენებთ,ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზე ნებართვა 2015 წელს გაიცა,მის გაუქმებას კი პროტესტანტები ითხოვდნენ.
ნამახვანჰესის დადგმული სიმძლავრე 433 მგვტ-ი უნდა ყოფილიყო,სავარაუდო წლიური გამომუშავება 1496 გგვტ.სთ,ექსპლუატაციაში შესვლის თარიღად 2025-2026 წელი იყო განსაზღვრული.