ენერგეტიკა
02/07/2020

მთავრობა ენერგოსექტორის ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს

მთავრობა ენერგეტიკის სექტორთან დაკავშირებულ ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ახალი დოკუმენტი საქართველოში ენერგეტიკის სფეროს მიმართულებით საინვესტიციო გარემოს უფრო მიმზიდველს გახდის.

“ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. გარკვეული შეფერხებები არსებობდა ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით სხვადასხვა მიზეზით. ჩვენ დღეს ახალი საკანონმდებლო ინიციატივა გამოგვაქვს, რომელიც კიდევ უფრო ღიას და კონკურენტულს გახდის ამ ბაზარს. ეს “ფიფინგ პრემიუმის” პრინციპზე იქნება დაფუძნებული. ინვესტორებისთვის კომერციულად უფრო მიმზიდველი იქნება”,- აღნიშნა გახარიამ.