ენერგეტიკა
19/10/2023

"მომდევნო 6 თვე, ბრენტის ტიპის ბარელი ნავთობის ფასი 90-დან $100-ის ფარგლებში იქნება"

ისრაელში ომის გამოცხადების შემდეგ, როდესაც სასაქონლო ბირჟები გაიხსნა, ნავთობის ფასის ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა. გახსნის მომენტში  ღირებულება, დაახლოებით 4%-ით გაიზარდა, ეს იყო პირველადი ეფექტი, - ამის შესახებ სანავთობო ბირჟებზე აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გავლენების შეფასებისას, „ბიზნესპარტნიორს“ გიორგი ბერბერაშვილმა, Galt & Taggart-ის უფროსმა ანალიტიკოსმა განუცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, ნარჩუნდება იგივე ფასი და ეს არის 87 დოლარი ბარელზე.

როგორც ბერბერაშვილი განმარტავს, ისრაელი ნავთობმომპოვებელი ქვეყანა არ არის, თუმცა მდებარეობს სტრატეგიულ რეგიონში, რომელიც მსოფლიოში ნავთობის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია და იქ არის ორი ისეთი მნიშვნელოვანი სრუტე, რომლის მეშვეობითაც ხდება ნავთობის ექსპორტი ნავთობმომპოვებელი ქვეყნების მიერ.

„აქედან გამომდინარე, ომის მიმდინარეობაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული და არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს პერიოდში ნავთობის ფასების ზრდა ვიხილოთ. ამის ერთ-ერთ წინაპირობად ანალიტიკოსები, კონფლიქტში ირანის შესაძლო ჩართვას ასახელებენ და ეს მოლოდინი ნავთობის ფასის ზრდის რისკს ტოვებს. თუმცა, ამჟამად, მაინც ნაკლებად სავარაუდოა, რომ ირანმა რაიმე ინტერვენცია განახორციელოს“, - აღნიშნა გიორგი ბერბერაშვილმა.

Galt & Taggart-ის უფროსის ანალიტიკოსის თქმით, თუ კიდევ რაიმე რადიკალური გლობალური ცვლილება არ მოხდა მსოფლიოში, ანალიტიკოსები ელიან, რომ მომდევნო 6 თვე, ბრენტის ტიპის ბარელი ნავთობის ფასი 90-დან 100 დოლარის ფარგლებში იქნება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022