ენერგეტიკა
11/04/2022
ირაკლი ღარიბაშვილი: გვინდა, დავიწყოთ ჰესების მშენებლობის პროექტები
მთავრობა ჰესების მშენებლობის პროექტების დასაწყებად, ინვესტორებთან კონსულტაციებს მართავს.
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობას აქვს გეგმა, დიდი პროექტების განხორციელებაში ნაწილობრივი მონაწილეობა მიიღოს.
"ეკონომიკა იზრდება. ტურიზმის აღდგენა ძალიან სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. კოვიდამდელ, 2019 წლის პერიოდს თუ შევადარებთ, დაახლოებით 80-90%-ით არის აღდგენილი. ექსპორტი იზრდება. ახლა კონსულტაციები გვაქვს სხვადასხვა ინვესტორებთან, გვინდა, რომ დავიწყოთ ჰესების მშენებლობის პროექტები, მათ შორის სახელმწიფოს ჩართულობით. ამის თაობაზე ძალიან მალე მოგახსენებთ. გვაქვს გეგმა, რომ სახელმწიფომაც მიიღოს ნაწილობრივი მონაწილეობა დიდი პროექტების განხორციელებაში", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.