ენერგეტიკა
23/06/2022

IEA: შესაძლოა, ზამთარში რუსეთმა ევროპას გაზის მიწოდება შეუწყვიტოს

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო ევროპას აფრთხილებს, რომ შესაძლოა ზამთარში რუსეთმა კონტინენტს გაზის მიწოდება შეუწყვიტოს.

ამის შესახებ BBC წერს. საერთაშორისო გამოცემა IEA-ის ხელმძღვანელის, ფატიჰ ბიროლის სიტყვებს ციტირებს, რომლის მიხედვით ვარაუდობს, რომ გაზის მიწოდების სრული შეწყვეტა არ არის ყველაზე სავარაუდო სცენარი, თუმცა ყოველი შემთხვევისთვის ევროპას საგანგებო გეგმაზე მუშაობისკენ მოუწოდებს. 

BBC-ის თანახმად, მიმდინარე კვირაში რამდენიმე ევროპულმა სახელმწიფომ უკვე განაცხადა, რომ რუსეთისგან მოსალოდნელზე ბევრად ნაკლები მოცულობის გაზი მიიღო. რუსული მხარე კი ბრალდებებს უარყოფს და მოცულობების ნაკლებობას ტექნიკურ პრობლემებს უკავშირებს. 

ცნობისთვის, რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე ევროპას თავისი ბუნებრივი გაზის დაახლოებით 40% რუსეთიდან შემოჰქონდა, მაგრამ ეს მაჩვენებელი ახლა დაახლოებით 20%-მდე დაეცა.

Businesspartner