ენერგეტიკა
28/09/2023

ჰესების მფლობელი AG Development-ი ობლიგაციების ემისიაზე აცხადებს

Austrian Georgian Development $15 მილიონის 2 წლიანი ობლიგაციების ემისიაზე აცხადებს. არასუბორდინირებული ობლიგაციები უზრუნველყოფილია II რიგის იპოთეკით. საორიანტაციო განაკვეთი 8.5%-9%-ია, ნომინალი $1 000.

ჰესების (ლახამი 1 და 2) მფლობელი კომპანია ობლიგაციებით მოზიდული რესურსით საბანკო ვალდებულებების რეფინანსირებას აპირებს. კომპანიის კრედიტორია თიბისი. 2 სასესხო ხელშეკრულებიდან, მე-2 -ის ფარგლებში ძირითადი თანხა - $700 000, 2021 წელსაა გაცემული.

2022 წელს კომპანიამ  კიდევ $19 მლნ-მდე 15 წლიანი სესხი აიღო რეფინანსირების ხელშეკრულებების ფარგლებში.

ახალი სესხით, კვარტალური გადახდები ნახევარწლიური გადახდებით ჩანაცვლდა, ერთ-ერთი ძველი სესხის განაკვეთი შემცირდა და გაჩნდა ახალი სახელშეკრულებო პირობა -Cash Sweep, რომლითაც ემიტენტს წინმსწრები გადახდები პირგასამტეხლოს გარეშე შეუძლია. 

კომპანიის ჰესები მესტიაშია, ჯამური დადგმული სიმძლავრე 15.9 მგვტ, წლიური გამომუშავება 62.2 გვტ/სთ-ია. 

AG-ის საბრუნავი კაპიტალი (მოკლევადიან აქტივებს გამოკლებული მოკლევადიანი ვალდებულებები) 01.01.2022-ისთვის იყო ₾3,1 მილიონი, H1/ 2023-სთვის კი 2,5 მლნ ლარამდეა შემცირებული.

პროსპექტის თანახმად არც ობლიგაციებს და არც „ემიტენტს“ არ აქვთ მინიჭებული რეიტინგი . განთავსების აგენტი TBC კაპიტალია. 

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023