ფინანსები
01/09/2020
GLC-ის ფასიან ქაღალდებზე მსხვილი გარიგება დაიდო
საქართველოს სალიზინგო კომპანიის (GLC) ობლიგაციებზე მოთხოვნა კვლავინდებურად მაღალია.
საფონდო ბირჟაზე 2 გარიგების შედეგად 409 ობლიგაციაზე $409 163-ის გარიგება დაიდო. ნომინალური ღირებულებით - 1 000 დოლარი.
კომპანიის აქციებზე ბოლო პერიოდში მაღალი მოთხოვნაა.
კომპანიამ საქართველოს საფონდო ბირჟაზე 10 მლნ-ის სამწლიანი ობლიგაციები 2019 წლის აგვისტოში განათავსა. წლიური საპროცენტო განაკვეთი 7.5%–ია (გადახდა ყოველ 6 თვეში).