ენერგეტიკა
30/09/2020

GOGC-ს გაზის რეალიზაციიდან შემოსავალი შეუმცირდა

„ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ გაზის რეალიზაციიდან შემოსავალი შეუმცირდა.

კომპანია 2020 წლის პირველ ნახევარში 165.5 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ამავე პერიოდის ანალოგიური მაჩვენებელია.

გაზის რეალიზაციიდან ამონაგები 1%-ით შემცირდა 105.7 მლნ დოლარამდე, მიუხედავად წლიურად 7.6%-ით გაზრდილი რეალიზაციის მოცულობისა (921 მლნ კუბ.მ). შემოსავლის შემცირებაზე გავლენა გაზზე ფასების 8%-იანმა კლებამ განაპირობა.

ელექტროენერგიის გაყიდვა კი, 13.7%-ით გაიზარდა, შემოსავალი კი, მხოლოდ 1.4%-ით,  41.2 მლნ დოლარამდე. დოლარში შემოსავალის დაბალი ტემპით ზრდა ლარის კურსის მკვეთრმა გაუფასურებამ განაპირბა.

„გალტ ენდ თაგარტის“ მონაცემებით, GOGC-ის EBITDA 41.3 მლნ დოლარი იყო.

შეგახსენებთ, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან 217 მილიონ ევროს მიიღებს, რომელიც ევროობლიგაციების რეფინანსირებისთვის გამოიყო. სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი მომდევნო 4 წლის განმავლობაში 3.3% იქნება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020