ენერგეტიკა
05/10/2020
გარდაბანში მზის ელექტროსადგურის აშენება იგეგმება
გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალი სამგორის მიმდებარედ 50 მგვტ დადგმული სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება.
ელექტროსადგურის წლიური გამომუშავება 70 მლნ კვტ/სთ იქნება.
ამ ეტაპზე ექსპერტები სატენდერო დოკუმენტაციის შედგენაზე მუშაობენ.
"საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდში“ ამბობენ, რომ პროექტის განხორციელება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში ენერგორესურსების დივერსიფიკაციისა და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გაუმჯობესების კუთხით.