ენერგეტიკა
06/05/2023

"განახლებადი ენერგიების მიმართულებით ცნობიერებას ავამაღლებთ" - Green Energy განათლების პროგრამას იწყებს

ენერგეტიკული კომპანია Green Energy ცნობიერების ამაღლებისა და განათლების პროგრამას იწყებს, სახელწოდებით - „გრინ ენერჯის განათლების პროგრამა“.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიაში განუცხადეს, პროგრამა 15 მაისიდან დაიწყება და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. მისი მიზანია განახლებადი ენერგიის შესახებ ცნობიერების ამაღლება და მის მნიშვნელობაზე ყურადღების გამახვილება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და გარემოს დაცვის ნაწილში.

„თვეში რამდენჯერმე ვაპირებთ სხვადასხვა სკოლებსა და უნივერსიტეტებში სხვადასხვა საინტერესო სპიკერების მიყვანას და საინტერესო შეხვედრების ჩატარებას. პროგრამის ფარგლებში, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება მზის ენერგიის შესახებ ცნობიერების ამაღლებზე, ვინაიდან, როგორც იცით საქართველოში მზის ენერგიის ათვისების ძალიან დიდი პოტენციალია და მისი მხოლოდ მცირე ნაწილია, ამ დროისთვის, ათვისებული. ამიტომ, ჩვენი პროგრამის მეშვეობით, ხელს შევუწყობთ, რომ კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა იცოდეს განახლებადი ენერგიების მნიშვნელობის შესახებ.

გარდა ამისა, ცალკე აღსანიშნია, რომ  ენერგეტიკის სექტორში, ამჟამად, ბევრი დასაქმებული არ არის,  შესაბამისად, მნიშვნელოვანია რომ სკოლებსა და უნივერსიტეტებში დაიწყონ ფიქრი ამ დარგში განვითარებისკენ“, - განმარტეს კომპანია Green Energy-ში.

მათივე ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, პირველ ლოკაციად „მწვანე სკოლა“ შეირჩა, სადაც Green Energy-ის ინიციატივით, ლექციას ირინა მილორავა წაიკითხავს.

შეგახსენებთ, Green Energy ბაზარზე 2017 წელს გამოჩნდა და მისი დადგმული ჯამური სიმძლავრე, რომელიც ნეტო აღრიცხვის სისტემაშია ჩართული 10 მეგავატს აღემატება.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022